ArmenianAzerEnglishGeorgianRussian
კავკასიის ავტოაუქციონი ტარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე
კატეგორია 
ავტომობილები(31)
სპეც.ტექნიკა(0)
წყლის ტექნიკა(0)
მოტოციკლები(0)
აგრეგატები(0)
სხვადასხვა(0)
სიახლეები 
25.08.10
ინტერვიუ ავტო–რადიოში
02.06.10
ჩვენ პირველები ვართ
02.06.10
საიტს დაემატა სწრაფი გადახდა

 

როგორ მივიღო აუქციონში მონაწილეობა

 

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. დაინტერესებული პირი უნდა გაეცნოს აუქციონის პირობებს და დარეგისტრირდეს საიტზე, რის შედეგადაც მიიღებს უნიკალურ ID-ს (საიდენტიფიკაციო კოდს). აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული მომხმარებელი აუქციონის ანგარიშზე ჩარიცხავს თანხას ID-ის (საიდენტიფიკაციო კოდის) მითითებით, რომელიც წარმოადგენს ავანსს. ავანსი არის წინასწარ გადახდილი ფული (ნაღდი ან უნაღდო), რომელიც გადაეცემა შემსრულებელს იმისათვის, რომ დამკვეთმა დაადასტუროს აუქციონზე ვაჭრობაში მისი მონაწილეობის საფუძველი.

 

აუქციონის წესების თანახმად, დამკვეთი, რომელიც არ შეასრულებს (უარს ამბობს აუქციონის შედეგზე, თუ მისმა ფსონმა გაიმარჯვა) მოქმედების თანმიმდევრობას, კარგავს ავანსის სახით გადახდილ თანხას. ხოლო თუ შემსრულებელი ვერ ახერხებს აუქციონის შედეგების შესრულებას, ვალდებულია, დამკვეთს დაუბრუნოს ავანსი.

 

საავანსო თანხის გადარიცხვის შემდეგ, 12 საათის განმავლობაში, ხდება ID-ის (საიდენტიფიკაციო კოდის) აქტივაცია ავტომატურ ან ხელოვნურ რეჟიმში.

 

აღნიშნული წესები ითვალისწინებს მოგებული ლოტის გადაცემას შემკვეთზე, რომელმაც კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მაღალი თანხა შესთავაზა.

 

შემსრულებელი ონლაინაუქციონის ჩატარების პირობებს ათავსებს კორპორატიულ ინტერნეტსაიტზე და აგზავნის ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით.

 

ინტერნეტსაიტზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ დამკვეთი გაეცნო აუქციონის პირობების და მისთვის პირობები მისაღებია.

 

აუქციონის ლოტებია ყველა ის სატრანსპორტო საშუალება ან სხვა ტექნიკა, რომელიც გამოტანილი იქნება აუქციონზე მეპატრონის მიერ (ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანიზაცია).

 

ყოველგვარი ინფორმაცია ლოტის შესახებ განახლებადია რეალურ დროში და ხელმისაწვდომია შემსრულებლის ინტერნეტსაიტზე. ლოტზე პასუხიმგებლობა განისაზღვრება თანმხლები ინფორმაციით და პრინციპით - "როგორიც არის და სადაც იმყოფება".

 

აუქციონში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას, გახდება დილერი, ან მიიღებს ერთჯერად კოდს, მას შემდეგ, რაც განათავსებს სადეპოზიტო თანხას შემსრულებლის ანგარიშზე.

 

აუქციონში მონაწილეები იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:

 

- აუქციონზე რეალურად მონაწილე პირები, რომლებიც აუქციონის ჩატარების მომენტში აუქციონის მოედანზე იმყოფებიან და მოცემულ მოედანზე განთავსებულ ყოველ გამავალ ლოტს უშუალოდ შეუძლიათ გაეცნონ;

 

- ონლაინმონაწილეები, რომლებიც მონაწილეობენ აუქციონში რეალურ დროში ინტერნეტის საშუალებით;

 

- ვირტუალური მონაწილეები, რომლებმაც ლოტზე დააფიქსირეს მაქსიმალური თანხა. მათ შეუძლიათ, მონაწილეობა არ მიიღონ ინტერნეტაუქციონში. მათ მაგივრად ვაჭრობა წარმოებს ავტომატურ რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით.

 

აუქციონში ყველა მონაწილის შანსი თანაბარია.

 

აუქციონში მონაწილე, რომელმაც დაადასტურა აუქციონის პირობები და განათავსა სათანადო დეპოზიტი, ითვლება შემკვეთად. ამისათვის საჭიროა, შემკვეთმა გაიაროს რეგისტრაცია შემსრულებლის ინტერნეტსაიტზე:

 

- გახსნას ინტერნეტგვერდი და განაცხადოს თანხმობა;

 

- განათავსოს დეპოზიტი შემსრულებლის ანგარიშზე და გახდეს დამკვეთი.

 

დამკვეთს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ლოტის გათამაშებაში,  შეუკვეთოს არჩეული ლოტის დეტალური ექსპერტიზა. ამისთვის აუქციონის სახელზე უნდა გააკეთოს განაცხადი, დააფინანსოს გაუთვალისწინებელი მომსახურეობა და თავის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღოს დეტალური ანალიზი საინტერესო ლოტის შესახებ. დამკვეთი თვითონ ირჩევს ლოტს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით შემსრულებლის ინტერნეტსაიტზე უნდა შეიძინოს.

 

დამკვეთი თვითონ წყვეტს ლოტზე მაქსიმალურ ფსონს.

 

 დეპოზიტი, რომელიც აღქმული იქნება შემსრულებლის ელექტრონული სისტემით, განისაზღვრება 10 ლარით ან მისი ეკვივალენტით სხვა ეროვნულ ვალუტაში. 

 

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს 500 ლარს შემსრულებლის დეპოზიტზე, მიიღებს მრავალჯერად (1-წლიან) კოდს იმ პირობით, რომ ყოველი რეალიზებული ფსონი იქნება დროულად ანაზღაურებული (გადახდა იმ ფსონისა, რომელმაც გაიმარჯვა).

 

თუ შეკვეთილმა ლოტმა გაიმარჯვა, დამკვეთი ვალდებულია, 3 დღის განმავლობაში ჩარიცხოს აუქციონზე გამარჯვებული ლოტის ზღვრული თანხა და  აუქციონის მოსაკრებლი, ლოტის ღირებულების 2%. რომელიც განისაზღვრება არა უმცირეს 50 ლარისა და არა უმეტეს 400 ლარისა. მოცემული პირობების დარღვევა აღქმული იქნება დამკვეთის მიერ მოგებულ ლოტზე უარის თქმად. ამავე დებულების თანახმად, ჩამოეჭრებათ დეპოზიტზე განთავსებული თანხა.

თუ დამკვეთის ფსონმა ვერ გაიმარჯვა, შეუძლია უკან მიიღოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა საბანკო საკომისიოს გამოკლებით, რის შედეგადაც ინაქტივირებული იქნება სავაჭრო კოდი. თანხის არგატანის შემთხვევაში, უნარჩუნდება შემდგომ აუქციონებში მონაწილეობის უფლება, სანამ არ მოხდება შერჩეული ლოტის მოგება.

 

კონკრეტული ლოტის აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი მოცემულია ლოტის აღწერაში ინტერნეტსაიტზე. წინასწარი ვაჭრობა მოცემულ ლოტზე შესაძლებელია წინასწარი ფსონებით. წინასწარი ვაჭრობის საფუძველზე, ფორმირდება ლოტის საწყისი ფასი, რომლითაც სტარტს აიღებს აუქციონი. აუქციონის მსვლელობისას მონაწილეები მუდმივად ზრდიან ლოტის ფასს. აუქციონის შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია, იგი ქვეშეუცნობად ფაქტორებზეა დამოკიდებული.

 

აუქციონზე ლოტის საწყისი თანხა ფორმირდება მონაწილეთა მიერ გაკეთებული განაცხადით აუქციონის წინა პერიოდში. ფსონების მიცემა წყდება ლოტის აუქციონზე გატანამდე 1 საათით ადრე.

 

აუქციონის ბიჯი - მინიმალური 5 USD

 

0 - 100 USD   -         5 USD

 

 

100 - 1000 USD    -  10 USD  

 

 

1000 - 3000 USD  -  20 USD

 

 

3000 - 6000 USD -   50 USD

 

 

> 6000 USD -           100 USD

 

ლოტის საბოლოო ფასი ის მაქსიმალური ფასია, რომელსაც შესთავაზებს აუქციონში მონაწილე შემკვეთი, აუქციონის დახურვის მომენტში. გამარჯვებულია შემკვეთი, რომლის შეთავაზება იქნება ბოლო.

 

აუქციონის ჩატარების პრინციპია: დათქმულ განსაზღვრულ დროს აუქციონის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდეს გამარჯვებული ლოტი. აუქციონის მიმდინარეობის პროცესში, კონკრეტულ ლოტზე ყველა დაინტერესებული პირი იწყებს ფსონების გაზრდას აუქციონის დამთავრებამდე. თუ ცხადდება სხვა მონაწილე, რომელსაც სურვილი აქვს, შეიძინოს აღნიშნული ლოტი, ფსონი იზრდება აუქციონის ბიჯის შესაბამისად. ასე გრძელდება მანამ, სანამ შემდგომი ფსონის გაზრდის მსურველი არ აღმოჩნდება: მაგალითად, თუ ბოლო ფსონი არის 2500 USD,  სხვა მონაწილემ გაზარდა თანხა 20 USD-მდე და შემდგომი გაზრდის მსურველი არ აღმოჩნდა, ლოტი მოგებული იქნება 2500+20=2520 USD. იმ შემთხვევაში, თუ ლოტზე მონაწილეობს ვირტუალური შემკვეთი, რომელსაც აღნიშნული ლოტის მოსაგებად მიცემული აქვს მაქსიმალური თანხა 3000 USD, კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში უმატებს 20 USD-ს და იმ შემთხვევაში, თუ მას (სხვა მონაწილეს) მეტის გაზრდის სურვილი არ აღმოაჩნდება, ლოტი მოგებული იქნება: 2520+20=2540 USD. აუცილებლობის შემთხვევაში, კომპიუტერი განაგრძობს ვაჭრობას მაქსიმალურ მიცემულ ფსონზე. 3000 USD-ის გადამეტების შემთხვევაში, კომპიუტერი ავტომატურად წყვეტს ვაჭრობას.  

  

 



590 70 2000,591 697000, 591 694000   Copyright (c) 2010 Caucasus Auto Auction