ArmenianAzerEnglishGeorgianRussian
კავკასიის ავტოაუქციონი ტარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე
კატეგორია 
ავტომობილები(31)
სპეც.ტექნიკა(0)
წყლის ტექნიკა(0)
მოტოციკლები(0)
აგრეგატები(0)
სხვადასხვა(0)
სიახლეები 
25.08.10
ინტერვიუ ავტო–რადიოში
02.06.10
ჩვენ პირველები ვართ
02.06.10
საიტს დაემატა სწრაფი გადახდა

აუქციონზე განთავსების  ხელშეკრულება

 

 

 

    ქ. თბილისი                                                                            ---- --------------- 20---- წელი  

     ერთი მხრივ, ------------ --------------------------, შემდგომში წოდებული როგორც "შემკვეთი" ხოლო მეორე მხრივ შპს "კავკასიის ავტო აუქციონი" წარმოდგენილი   მისი დირექტორის -------- -------------------- სახით, შემდგომში წოდებული როგორც   "შემსრულებელი", საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება მოსილების ფარგლებში ვთანხმდებით შემდეგზე:   

    წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:   ინტერნეტ პორტალი - შემსრულებლის საკუთრებაში არსებული ინტერნეტ სივრცე, რაშიც შესაძლებელია რეგისტრაცია და აუქციონში მონაწილეობის მიღება სატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით, აუქციონის ფორმით.  

 

  რეალიზაცია - ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყიდულად ითვლება იმ შემთხვევაში როდესაც აუქციონის მიერ იქნება დაფიქსირებული, როდესაც აუქციონის მიერ დაფიქსირებული თანხა გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს ხელშეკრულების პირობების თანახმად.   

 

    ავტოსადგომი - შემსრულებლის მიერ ავტორიზირებული ავტოსადგომი, სადაც აუქციონის ჩატარებამდე იმყოფება ავტომობილი, მოხდება ექსპერტიზა, სურათების გადაღება და ავტოსატრანსპორტო სხვა ინფორმაციის მიღება. 

 

 

      მასალები - ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ექსპერტიზის შეფასება, სურათები, ინფორმაცია და ყველა სხვა მითითება რაც გააჩნია  შემსრულებელს. 

 

  აუქციონის დადებითი შედეგი - ინტერნეტ პორტალის მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ფასი, რომელიც შეესაბამება წინასწარ შეტანხმებულ მინიმალურ სარეალიზაციო ფასს და რომლის გადახდის  შემთხვევაში მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია.  

 

     აუქციონის უარყოფითი შედეგი - ინტერნეტ პორტალის მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ფასი, რომელიც არ შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ ფასს.

 

 

პრეამბულა 

 

  ვინაიდან შ.პ.ს. "კავკასიის ავტო აუქციონი" ახორციელებს კუთვნილი ინტერნეტ პორტალის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალების აუქციონის ჩატარებას, რომელიც იძლევა მათი რეალიზაციის საშუალებას, ხოლო შემკვეთს სურს მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციაა. მხარეები შეთანხმდნენ და დადეს წინამდებარე ხელშეკრულება 

 

1.        ხელშეკრულების საგანი 

 

  1.1. შემკვეთი უკვეთავს შემსრულებელს მომსახურეობას, რაც გულისხმობს მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების განთავსებას და რეალიზაციას შემსრულებლის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ პორტალის მეშვეობით. 

1.2. გასაყიდი სატრანსპორტო საშუალებაა:

 

კატეგორია

მარკა

მოდელი

გამოშვების წელი

საიდენტიფიკაციო კოდი

ფერი

  1.3. სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას რაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო #                             გაცემული: 

 

  1.4. შემსრულებლის მიერ შესასრულებელი მომსახურეაობა ითვალისწინებს  ავტომობილის სურათების, ექსპერტიზის დასკვნის და მასში მოთავსებული ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტ პორტალზე და განთავსებიდან 3 დღის განმავლობაში დანიშნოს ინტერნეტ აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ შემსრულებლის ინტერნეტ პორტალზე დარეგისტრირებული მომხმარებლები. ავტომობილის აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ანგარიშწორებას. 

  1.5. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება სატრანსპორტო საშუალების აუქციონზე რეალიზაცია შემკვეთს უბრუნდება კუთვნილი ავტომობილი. 

2. ავტოსატრაბსპორტო საშუალების რელიზაციის პირობები 

 

  მყიდველის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მინიმალური სარეალიზაციო ფასი ------   აშშ დოლარით(ექვივალენტი ლარში), რაც გულისხმობს, რომ თუ აუქციონი დამთავრდება დადებითი შედეგით, უმაღლესი ფასის შემომთავაზებელს მიეცემა ავტომობილის შესყიდვის შესაძლებლობა და დაფიქსირებული სარეალიზაციო ღირებულების გადახდა, ხოლო უარყოფიტი შედეგით დასრულების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება უბრუნდება მესაკუთრეს.  

 

აუქციონის უარყოფითი შედეგით დასრულების შემთხვევაში ინტერნეტ პორტალიდან ხდება მასალების წაშლა ან მესაკუთრის განცხადების საფუძველზე მოხდება ხელახალი აუქციონის დანიშვნა. 

 

 

 

აუქციონის უარყოფითი შედეგით დასრულების შემდგომ შემკვეთს ეძლევა უფლება შესთავაზოს აუქციონის მონაწილეებს განსაღვრული სარეალიზაციო ფასი ან მოახდინოს პირდაპირი ვაჭრობა მათთან ინტერნეტ პორტალის და შემსრულებლის მეშვეობით. 

 

2. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 

 

2.1. შემკვეთი ვალდებულია:

 

2.1.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მოახდინოს ავტომობილის მიყვანა, გაჩერება და ექსპერტიზის ჩატარება შემდეგ ავტოსაგომზე:

 

2.1.2. აუქციონის დანიშვნიდან მის ჩატარებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფება აუქციონის მოედანზე

 

2.1.3. აუქციონის დადებითი შედეგით დამთავრების შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან შეასრულონ ყველა ის აუცილებელი მოქმედება რომელიც საჭიროა აუქციონის შედეგების რეალიზაციისათვის.

 

2.1.4. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიაწოდოს შემსრულებელს ყველა ინფორმაცია და მისცეს ყველა მონაცემი, რაც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან.

 

2.1.5. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებში ავტოსატრანსპორტო საშუსლების რეალიზაციის შემთხვევაში განახორციელოს ყველა აუცილებელი მოქმედება სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების ახალ მესაკუთრეზე გადასაცემად, მიიღოს სარეალიზაციო ფასი და გადაიხადოს დადგენილი საზღაური და პროცენტი სარეალიზაციო ფასიდან.

 

2.1.6. წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან მისი მოქმედების პერიოდში არ გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად უფლებლივად დატვირთოს ავტოსატრანსპორტო საშუალება შემსრულებლისთვის წინასწარი თანხმობის გარეშე.

 

  2.2. შემკვეთს უფლება აქვს:  

 

2.2.1. აუქციონის მოედანზე განთავსების გარეშე  მოახდინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების   განთავსება აუქციონზე შემდეგი პირობებით:

 

1. გააკეთოს წერილობით განცხადება და ჩარიცხოს აუქციონის ანგარიშზე დეპოზიტის სახით 60 ლარი (მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლეტები), 150 ლარი სხვა დანარჩენი ტექნიკა   

 

2. ჩაატაროს ექსპერტიზა მის კუთვნილ ავტომობილზე და მოახდინოს ფოტოგრაფირება, აგრეთვე წარმოადგინოს ცნობა ავტოსატრასნპორტო საშალების სისუფთავის შესახებ (ძებნა, გირაო, ყადაღა)

 

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს უფლება აქვს მოახდინოს თავისი კუთვილი სატრანსპორტო საშალების რეალიზაცია ნებისმიერ დროს( 1 საათი აუქციონამდე) და წერილობით შეატყობინოს აუქციონს, ამ შემთხვევაში დეპოზიტი უბრუნდება მეპატრონეს. თუ შეყობინება ავტოტრასპორტის გასხვისებაზე მეპატრონემ გააკეთა აუქცინიონის ჩატარებამდე 1 საათზე ნაკლებ დროში, მშინ დეპოზიტზე დადებული თანხა მეპატრონეს არ უბრუნდება

 

 

2.2.2.      მეპატრონეს უფლება აქვს მოითხოვოს აუქციონის ჩატარება აუქციონზე განთავსების მომენტიდან 3 დღის განმავლობაში:

 

1.  ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეალიზაცია არ მოხდა მიმდინარე აუქციონზე, მეპატრონეს უფლება აქვს განმეორებით გაიყვანოს აუქციონზე დამატებით ხარჯების გარეშე (გარდა ავტოსადგომის ღრებულებისა) 

 

2.2.3. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მეპატრონის საკუთრება და მეპატრონეს უფლება აქვს მოხსნას აუქციონიდან მისი საბოლოო შედეგის დადგომამდე.

 

 

2.3. შემსრულებელი ვალდებულია:

 

2.3.1. სარეალიზაციო სატრანსპორტო საშუალების სურათების და საექსპერტიზო დასკვნის მიღებიდან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში განათავსოს მონაცემები ინტერნეტ აუქციონის პორტალზე და დანიშნოს შეკვეთილი სატრანსპორტო საშუალების ინტერნეტ აუქციონი.

2.3.2. ავტომობილის რეალიზაციის შემთხვევაში უზრუნველყოს დადგენილ ვადაში სარეალიზაციო ღირებულების გადახდა შემკვეთისათვის.

2.3.3. უზრუნველყოს სურათების, ინფორმაციის დროული განთავსება ინტერნეტ პორტალზე და აუქციონის ჩატარება დადგენილ ვადებში.

2.3.4. უზრუნველყოს მომსხურების განხორციელებისას და ხელშეკრულების მოქმედების  პერიოდში მისთვის ცნობილი კომერციული საიდუმლოების დაცვა.

 

2.4. შემსრულებელს უფლება აქვს:

 

2.4.1. მოსთხოვოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

ვადები

 

შემკვეთი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 დღის ვადაში მიიყვანოს ავტოსატრანსპორტო საშუალება ხელშეკრულების განსაზღვრულ ავტოსადგომზე და მოახდინოს მისი

 

ექსპერტიზა 

 

შემსრულებელი ვალდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსადგომიდან 1 სამუშაო დღის ვადაში განათავსოს მიღებული მასალები ინტერნეტ აუქციონის  პორტალზე 

 

სატრანსპორტო საშუალების შესახებ მასალების ინტერნეტ პორტალზე განთავსებიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს და ჩაატაროს შემკვეთის ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციო აუქციონი 

 

აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში გადაუხადოს ავტომობილის ღირებულება შემკვეთს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. 

 

 

3.მომსახურეობის ღირებულება და ანგარიშსწორების წესი:

 

  3.1 ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შემდგომ,სარეალიზაციო ფასიდან შემკვეთი უხდის შემსრულებელს რეალიზაციის საკომისიოს,სარეალიზაციო ღირებულების 2%-ს,მაგრამ არანაკლები 50ლარისა და არაუმეტეს 400ლარისა. 

3.2 აუქციონის უარყოფითი შედეგის შემგდომ შემკვეთის განცხადების საფუძველზე საავტომობილო საშუალება განმეორებით განთავსდება აუქციონზე და დამკვეთი იხდის აუქციონის მოედანზე დგომის საფასურს.

3.3 აუქციონის მოედანზე სატრანსპორტო საშუალების დგომის საფასურია:

  სუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების (სედანი, ჯიპი, მოტოციკლი, კვადროციკლი)- 1 ლარი დღე-ღამე. 

 

  სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატვირთო, საამშენებლო და სხვა)- 2 ლარი დღე-ღამე. 

 

  3.4 წარმოდგენილი უნდა  იყოს ცნობა,რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება არ იმყოფება ძებნაში, არ არის დატვირთული იპოთეკით, არ არის დაგირავებული.

 

4. მხარეთა პასუხისმგებლობა  

 

4.1 მხარეები ვალდებულებას კისრულობენ აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი.

 

4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში შემკვეთი იხდის პირგასამტეხლოს შემსრულებლის სასარგებლოთ დროულათ გადაუხდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე,მაგრამ არაუმეტეს "მომსახურეობის ღირებულების" 10%-ისა. 

  4.3 ავტომანქანის შესახებ ყალბი ცნობის მოწოდების ან სატრანსპორტო საშუალების შეფასების მოსატყუებლად შემსრულებლის შეცდომაში შეყვანის შემთხვევაში, შემკვეთი უხდის შემსრულებელს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების 3%-ს.  

4.4 ავტოაუქციონის დადებითად დამთავრების შემთხვევაში შემკვეთის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციაზე უარის განცხადებით შემკვეთი იხდის ჯარიმას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების 10%-ს,მაგრამ არანაკლებ 500ლარისა.

 

5. ფორს მაჟორი 

5.1 მხარეები თავისუფკდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის შეგედად (წყალდიდობა, მიწისძვრა, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით და ა.შ.)  და თუ ეს მოვლენა დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. 

5.2 მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება გადაიდება ფორსმაჟორული გარემოების ლიკვიდაციამდე.

5.3 მხარეები ვალდებული არიან ფორსმაჟორული გარემოების დადგომისას წერილობით შეატყობინონ მეორე მხარეს ამის შესახებ 2 დღის ვადაში.

 

6. პრეტენზიები 

 

6.1 წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მხარეებმა ერთმანეთს უნდა წაუყენონ წერილობით 2 დღის ვადაში პრეტენზიის წამოყენების საფუძველის წარმოქმნის დღიდან.

  6.2 პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია არსებითად განიხილოს იგი,მიიღოს გადაწყვეტილება პრეტენზიის მთლიანად თუ ნაწილობრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და წერილით აცნობოს მეორე მხარეს ,არაუგვიანეს 2 დღისა პრეტენზიის მიღების დღიდან.

 

7. დავათა და გადაწყვეტა

 

  7.1 მხარეები იღებენ ყველა ზომას,  რათა ამ ხელშეკრულებიდან გამიმდინარე ყველა დავა ან წინააღმდეგობა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.

  7.2 საკითხის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტის  შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, მათ შორის თვით ამ ხელშეკრულების არსებობის, ნამდვილობის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხი განსახილველათ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებათ გადაეცემა სასამართლოს.

 

8. დამატებითი პირობები 

 

8.1 წინამდებარე ხელშეკრულებაში დამატებების და ცვლილებების შეტანა

შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, ცვლილება ან დამატება შესრულებული უნდა იყოს წერილობით და სათანადოდ ხელმოწერილი მხარეთა მიერ.

  8.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციაში იგულისხმება აუქციონზე გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ღირებულების გადახდა შემსრულებლის ანგარიშზე, რითიც დადასტურებული იქნება მომხმარებლის ნების ნამდვილობა სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე;

  8.3 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შემკვეთი ანიჭებს შემსრულებელს ყველა უფლება მოსილებას ქმედებების განხორციელების შესახებ, მასზედ რომ აუქციონზე ავტოსატრანსპორტო საშუალების რელიზაციის შემთხვევაში მოხდეს მისი მიწოდება ახალი მყიდველისათვის.

  8.4 დღეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) ეგზემპლიარად ქართულ ენაზე და მხარეებს შესანახად გადაეცემა თითო ეგზემპლიარად.

  8.5 მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე.  

 

 

 

 შემსრულებელი:

 

0119, ქ.თბილისი, სამტრედიის ქ.3ა

კავკასიის ავტო აუქციონი "KAA"

დირექტორი:

 

 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  ლ. დემეტრაძე

 

 დამკვეთი:

 

 

 



590 70 2000,591 697000, 591 694000   Copyright (c) 2010 Caucasus Auto Auction