ArmenianAzerEnglishGeorgianRussian
კავკასიის ავტოაუქციონი ტარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე
კატეგორია 
ავტომობილები(0)
სპეც.ტექნიკა(0)
წყლის ტექნიკა(0)
მოტოციკლები(0)
აგრეგატები(0)
სხვადასხვა(0)
სიახლეები 
25.08.10
ინტერვიუ ავტო–რადიოში
02.06.10
ჩვენ პირველები ვართ
02.06.10
საიტს დაემატა სწრაფი გადახდა

აუქციონის მოედანზე ავტო-ტექნიკის განთავსების ხელშეკრულება 

 

    ქ. თბილისი                                                                                                                   ---- --------------- 20---- წელი  

 

 

      ერთის მხრივ  ავტოტექნიკის მფლობელი,------------------------------------------------- შემდგომში წოდებული როგორც "დამკვეთი", ხოლო მეორეს მხრივ "ავტო-სადგომის მეპატრონე"--------------------------------------------- , შემდგომში წოდებული როგორც "შემსრულებელი", საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:    

     აუტო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად "დამკვეთი" მის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას განათავსებს "შემსრულებლის" ავტო-სადგომზე, ავტო-აუქციონის ჩატარებისათვის საჭირო დროის მონაკვეთში, რისთვისაც "დამკვეთი" უხდის "შემსრულებელს" ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისა და შენახვის საფასურს:   

  • მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლეტები:  2 ლარი(24 საათი)
  • დანარჩენი ტექნიკა:  3 ლარი (24 საათი)

   "შემსრულებელი" იღებს ვალდებულებას მიიღოს ქვემოთ აღნიშნული ავტოსატრასნპორტო საშუალება:

  • კატეგორია                             ____________________________
  • მარკა                                       ____________________________
  • მოდელი                                 ____________________________
  • გამოშვების წელი                 ____________________________
  • საიდენტიფიკაციო კოდი   ____________________________
  • ფერი                                       ____________________________

 

     სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს "დამკვეთის" საკუთრებას, რაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით  N: ________________  გაცემული: __________

 

     განათავსოს შემსრულებელის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე და უზრუნველყოს მისი დგომა და შენახვა, უზრუნველყოს საწყისი მდგომარეობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის  მომენტამდე.  

 

     არ დაუშვას აუქციონის მოედნიდან ავტოსატრანსპროტო საშუალების გაყვანა რაიმე მიზეზით(შემოწმება, დათვალიერება, ტესტირება) აუქციონის დამთავრებამდე და  მისი შედეგის რეალიზაციამდე.

 

     ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ აუქციონის მოედნის დატოვების ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ავტომეპატრონის მიერ მისი აქციონიდან მოხსნა.

 

ფორს მაჟორი 

 

     მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისაგან თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის შეგედად (წყალდიდობა, მიწისძვრა, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და ა.შ.) და თუ ეს მოვლენა დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.  

 

     

     მხარეები ვალდებული არიან ფორსმაჟორული გარემოების დადგომისას წერილობით შეატყობინონ მეორე მხარეს ამის შესახებ 2 დღის ვადაში.

 

პრეტენზიები  

 

    წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მხარეებმა ერთმანეთს უნდა წაუყენონ წერილობით 5 დღის ვადაში, პრეტენზიის წამოყენების საფუძვლის წარმოქმნის დღიდან.

 

    პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია არსებითად განიხილოს იგი,მიიღოს გადაწყვეტილება პრეტენზიის მთლიანად თუ ნაწილობრივი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ,არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, პრეტენზიის მიღების დღიდან.  

 

დავათა  გადაწყვეტა   

 

    მხარეები იღებენ ყველა ზომას,  რათა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა ან წინააღმდეგობა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.

 

    საკითხის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტის  შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, მათ შორის თვით ამ ხელშეკრულების არსებობის, ნამდვილობის, შეწყვეტის ან ბათილობის საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სასამართლოს.

 

დამატებითი პირობები   

 

     წინამდებარე ხელშეკრულებაში დამატებების და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, ცვლილება ან დამატება შესრულებული უნდა იყოს წერილობით და სათანადოდ ხელმოწერილი მხარეთა მიერ. 

 

    მხარეები თანხმდებიან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციაში იგულისხმება აუქციონზე გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ღირებულების გადახდა შემსრულებლის ანგარიშზე, რითაც დადასტურებული იქნება მომხმარებლის ნების ნამდვილობა სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე.

 

     მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე.  

 

     წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით "დამკვეთი" ანიჭებს "შემსრულებელს" ყველა უფლებამოსილებას ქმედებების განხორციელების შესახებ, მასზედ რომ აუქციონზე ავტოსატრანსპორტო საშუალების რელიზაციის შემთხვევაში მოხდეს მისი მიწოდება ახალი მყიდველისათვის.  

 

    წინამდებარე  ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად ქართულ ენაზე. მხარეებს შესანახად გადაეცემა თითო ეგზემპლარი,ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება "კავკასიის ავტო აუქციონს".

 

 

 შემსრულებელი:

 

ავტოსადგომის მეპატრონე.

 

 

 -----------------------------------------------

 

 

 -----------------------------------------------

 

 

 დამკვეთი:

 

მის:

 

პირN:

 

ტელ:

 

 

 

 

 

 

 

 

 



590 70 2000,591 697000, 591 694000   Copyright (c) 2010 Caucasus Auto Auction